"იზორიას გენერალი ტაბატაძე შეცვლის, მაჭავარიანს - დუნდუა - მთავრობა შესაძლოა ცქიტიშვილმაც დატოვოს"- მედია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:00, 03 Dec, 2018     3707
"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და თანამდებობა თავდაცვის მინსტრმა ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დატოვონ.


არაოფიციალური ინფორმაციით, ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა იმერეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში, ავღანეთის უბნებზე დაფიქსირებული შედეგებია, თუმცა იზორიას გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა, მიზეზად კი სამინისტროში არსებული დარღვევები სახელდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, იარაღის სკანდალის გასაჯაროების შემდეგ სახელისუფლებო გუნდში იზორიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, კვლავ განხილვის თემაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეირაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.

თავდაცვის სამინისტროდან იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე, ასევე საწვავის.

რაიონის პოლიცის უფროს ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია.

ოპოზიციის ინფორმაციით იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება.

არსებული ინფორმაციით, იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. ასევე საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ საქმეეზე, რომლითაც პროკურატურა უკვე დაინტერესდა.

როგორც ცნობილია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია სამინიტროს 5 თანამშრომელი. ასევე იზორიას გადაყენების მიზეზი შესაძლოა ჯარში არსებული ვითარება იყოს. ამასთან არსებობს ინფორმაცია რომ თავდაცვის მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ მინისტრთან.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა ათი ათასობით ლარი ეს ამ ეტაპზე უცნობია.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული.

ლევან იზორიას მინისტრების პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე.

2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20 პროცენტით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს. არაოფიციალური ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანს თავად სურს პოსტის დატოვება. მის ადგილზე კი შესაძლოა მისივე მოადგილე და 2030-ის ყოფილი ექსპერტი მიხეილ დუნდუა დაინიშნოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება შესაძლოა შეეხოს ინფრასტრუქტურის მინისტრსაც. მიზეზ კი შესაძლოა გახდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაბალი ტემპი და აუთვისებელი თანხები.

მაია ცქიტიშვილის უწყების წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ 815 მილიონია. 10 თვეში 1 ნოემბრის მდგომარეობით, დახარჯულია 855 მილიონი, წლის ბოლომდე კი დასახარჯია 960 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე არაოფიციალურია და ჯერჯერობით არც ერთი უწყება არ ადასტურებს.

წყარო: "პირველი რადიო"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42