"ძალადობის წახალისების ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად "ოცნებას" დაეკისრება"- "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე და ძალადობის ფაქტებზე
პოლიტიკა - 15:43, 03 Dec, 2018     784
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, არჩევნები უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა, მათი თქმით, აუცილებელი, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაეკისრება.


“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ურთიერთდაპირისპირებულმა ორივე ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ", უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა - სამშობლოს ღალატში ურთიერთბრალდებებით, საჯაროდ ურთიერთშეურაცხყოფებით, სიძულვილის ენის ინტენსიურად გამოყენებით და ა.შ. ამას დაემატა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში დიდი ფულის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა და ძალადობა ოპონენტის მხარდამჭერებზე, ამომრჩევლის ნების კონტროლი და სხვა არასათანადო მოქმედებები.

აღნიშნულმა შედეგად საზოგადოების წევრთა ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოებაში მძიმე აგრესიული მუხტის გაჩენა გამოიწვია, რაზედაც პასუხისმგებლობა უპირველესად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას ეკისრება.

ასეთი სიძულვილის ფონზე ჩატარებული არჩევნების ლოგიკურ გამოძახილად ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებს და ინციდენტებს საზოგადოების ცალკეულ წევრებსა თუ ჯგუფებს შორის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რაც რიგ შემთხვევებში, ძალადობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ორიოდე დღის წინ ქუთაისის აეროპორტში ჯონი გიგანისა და თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორცილებული სამარცხვინო თავდასხმა. არის სხვა შემთხვევებიც.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საზოგადოების გახლეჩვა და ურთიერთდაპირისპირება. ხელისუფლების ვალდებულებაა ქმედითი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებაში გაჩენილი აგრესიული მუხტის განეიტრალებისათვის.

შექმნილ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ინციდენტის ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რომლის შედეგებიც სარწმუნო იქნება საზოგადოებისათვის.

ამ მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო აქტიურობა ძალადობის წახალისების ტოლფასი იქნება, რომლის ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაეკისრება.”- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42