ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური დევნა - რას აცხადებენ პედაგოგები და სამეურვეო საბჭო
პოლიტიკა - 15:27, 03 Dec, 2018     1025
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლები და სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მათი სკოლის დირექტორი არასდროს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური და ის პოლიტიკურ პროცესებს ყოველთვის ემიჯნებოდა.


მათი თქმით, გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის საფუძველზეც უნდა გაეთავისუფლებინათ დირექტორი, უსაფუძვლოა.

„უკვე გაიგზავნა სკოლიდან სამეურვეო საბჭოს დასკვნა, სადაც სამეურვეო საბჭომ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ის არ ეთანხმება სკოლის დირექტორის სკოლიდან გაშვებას. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ია სკოლაში რჩება,“ - ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე, ქეთევან მანტკავა.

პედაგოგების განცხადებით, სკოლაში არ ფიქსირდება არც ერთი დარღვევა, რაც დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

ია კერზაიას ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან რამდენიმე დღის წინ თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

ია კერზაია ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ია კერზაია მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42