თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა ქუთაისის აეროპორტში - თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით მაჭავარიანის განცხადებით, მას თავი სამართლებელი არ აქვს და ასე თავად თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე უნდა მოიქცნენ.
თბილისის საკრებულოს თანამშრომელი, დავით მაჭავარიანი აცხადებს, რომ ის თავდასხმაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა:
"არ ვმონაწილეობდი თავდასხმაში სიცრუეა ეს, არ ვაპირებ თავის მართლებას, თავი სამართლებელი აქვს მეორე მხარეს, არც შვიდას ლარიანი გირაო დაუკისრებიათ და დაჯარიმებულის კი არ ვარ. ვაშველებდი ამ ადამიანებს. კონფლიქტი იყო ჩემს მეგობრებსა და მეორე მხარეს შორის. თავიდან არ შევესწარი ამ კონფლიქტს და არ ვიცი რას უკავშირდებოდა. საერთოდ სხვა რამით ვიყავი დაკავებული ვთანხმდებოდი სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან თბილისში წამოსვლაზე,“-ამბობს მაჭავარიანი.
მასალის გამოყენების პირობები






