მთავრობის დაპირება ვალების პატიებასთან დაკავშრებით - ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში პროექტში 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო და ამის გამო, შესაბამისი ვებგვერდის ამოქმედება შესაძლოა გადაიდოს:
„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






