საქართველოს მთავრობა მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - რადას დეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეებისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:15, 03 Dec, 2018     1932
უკრაინის რადას დეპუტატი, სიმიონ სემენჩენკო სკანდალურ განცხადებას აკეთებს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეებისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს.

რადას გავლენიანი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს იარაღი ჩაუდეს და ეს პროვოკაცია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.

„ეს არის პროვოკაცია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს, პირველი კი ის არის, რომ დიდი ალბათობით საქართველოს და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რადგან აწყობთ აწყობთ სკანდალის გამოწვევა, ქართველი ამომრჩევლის დაშინება, რომ ჩამოვიდნენ ვიღაც მებრძოლები უკრაინიდან საზარელი მიზნებით. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ, ითხოვენ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, ისინი იბრძვიან უკეთესი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ბიჭებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ,“ - განაცხადა სიმონ ისმნჩენკომ.

6 უკრაინის მოქალაქე და ერთი ქართველი მებრძოლი ლუკა ჩხეტია, ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე ჩატარდა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. მათ ბრალი ჯგუფურად იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ამ პირების საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე და ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა კავშირში „ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან“.

ლუკა ჩხეტიას ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42