"ევროპული საქართველო" ია კერძაიას ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 15:12, 03 Dec, 2018     649
"ევროპული საქართველო" ზუგდიდის მე - 6 საჯარო სკოლის დირექტორის ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს - ამის შესახებ ოთო კახიძემ ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდის მე - 6 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას საქმეს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად ქალბატონი ია კერზაიაზე ზეწოლა განახორციელა, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშომლებმა, ნოდარ წამალაშვილმა და ელისო ჯაფარიძემ. მათ აბსოლუტურად უკანონოდ და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით აწარმოეს საპროკურორო სტილის დაკითხვები, პირველ და მეორე ტურებს შორის, ზუგდიდის მე -6 საჯარო სკოლის თანამშომლებზე და ამ სკოლის დირექტორზე ქალბატონ ია კერზაიაზე. ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლას და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ,ჩადენილი ამ ორი ადამიანის მიერ.

ქალბატონი ია, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება და მას გამოჯამრთელება მინდა ვუსურვო.

მინდა მივმართო განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, რომ გამოცხადდეს პარლამენტში "ევროპული საქართველოს" ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე და პასუხი გასცეს იმ კითხვებს ,რომელიც არსებობს, როგორც ამ და სხვა უამრავ საქმეზე.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით "ქართული ოცნება" ცდილობდა ამ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიღებას სკოლის დირექტორებისგან და პედაგოგებისგან.

ამასთანავე, "ევროპული საქართველო" ვსვავთ როგორც ინსპექტირების სამსახურის სამმართველოს უფროსის და ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს" - განაცხადა ოთო კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42