„დაიწყოს გამოძიება ენმ-ს თითქოსდა 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით“ - ირმა ინაშვილი
პოლიტიკა - 15:04, 03 Dec, 2018     1064

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს მოხდეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზე გამოძიება.

ინაშვილის განცხადებით, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნული რაოდენობის ხმები.

"რაც არ უნდა გაბერონ მონაცემები, დაახლოებით 3000 ადამიანი მონაწილეობდა. ახლა გადავდივარ კონკრეტული შეკითხვების დასმაზე - შეკითხვა პირველი - თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რატომ მოდის 3 ათას კაცზე ნაკლები. შეუძლებელია 780 ათასი ამომრჩეველი და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი მხარდამჭერი. ყველას ესმის ეს რომ ასეა და დიდი ფილოსოფია ამას არ სჭირდება.

რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე აქტივი ჰყავს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხან ფილარმონიის დარბაზში, ხან ვხედავთ პარლამენტის შენობასთან აქციაზე.

ამიტომ დღეს მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ვითხოვ, საქართველოს პროკურატურამ და შს სამინისტრომ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" თითქოსდა 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობს, როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან კონკრეტული თანამდებობის პირები,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42