"მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე" - სერგო რატიანი
პოლიტიკა - 14:12, 03 Dec, 2018     768
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმეს ეხმაურება.

რატიანი მოითხოვს, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია.

"უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. სწორედ ასე იმოქმედა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან მიმართებაშიც. აუდიტის სამსახურის ვიზიტი ზუგდიდში სამინისტროში მოქალაქის განცხადების შემოსვლის დღესვე (8 ნოემბერი) დაიგეგმა და მეორე დღიდან (9 ნოემბრიდან) დაიწყო აღნიშნული სამსახურის მიერ სკოლის ეგრეთწოდებული შემოწმება, რაც უკვე საჩვენებელი დამსჯელი ღონისძიება იყო წინასაარჩევნოდ ყველა დაუმორჩილებელი დირექტორისთვის.

აუდიტის სამსახურის სადამსჯელო ჯგუფის ერთი და იგივე შემადგენლობა ფიგურირებს პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლებული საგანმანათლებლო სისტემის არაერთი წარმომადგენლის საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია თბილისის 51-ე და 53-ე საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხი, რომლებშიც სასამართლომ უსაფუძვლოდ და არარელევანტურად ცნო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და ორივე შემთხვევაში გააბათილა მათი გადაწყვეტილება.

ერთი და იგივე ფორმითა და დასკვნით 2012 წლიდან დღემდე ასზე მეტი საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების საქმეა და მათთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი თითოეულ საქმეში პოლიტიკური ანგარიშსწორების არსებობის შესახებ.

მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია" - განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42