მისი თქმით, ოპოზიცია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ დასჯერდება და პოლიტიკურ კრიზისს შექმნის.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის აშკარა საფრთხე არსებობს.
"აღნიშნული პერიოდი მაგონებს 1991 წლის მოვლენებს, ოპოზიციას ამ შემთხვევაში რაიმე სხვა რესურსი იმისა რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს არ აქვს, ან რაღაც სერიოზული კონფლიქტი უნდა მოაწყოს ქვეყანაში, რომელიც მაშინვე გამოიღებს შედეგს, როგოც 91 წელში მოაწყო მაშინ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა, შევარდნაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ან ასეთი კონფლიქტი გამოიღებს სერიოზულ დესტაბილიზაციას ქვეყანაში ამას მოჰყვება საყოველთაო ეკონომიკის ჩამოშლა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩაშლა, ც ჰეპატიტის პროგრამის გაუქმება, სოციალური პროგრამების გაუქმება - ეს იქნება ამღვრეული გარემო, სადაც ზოგიერთები თევზის დაჭერას შეეცდებიან- ნუთუ ღირს ზოგიერთი მანია გრანდიოზად შეპყრობილი ფანტაზიები დავაკმაყოფილოთ?"-ამბობს წიკლაური.
გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






