თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინება ასევე ცრუ აღმოჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე აეროპორტში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, კინოლოგები, მესანგრეები გამოცხადდნენ. განგაშის გამო გადაიდო რამდენიმე რეისი. ჩატარებული ძებნის ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ ზარი ყალბი იყო: შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცრუ შეტყობინების გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას ისანი-სამგორის სამმართველო აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ასევე ცრუ შეტყობინებების საფუძველზე დღის განმავლობაში ჯერ ტელეკომპანია "რუსთავი 2", ხოლო შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ შენობებიდან მოხდა ევაკუაცია, ამასთან, „იმედის“ შესახებ შეტყობინება ორჯერ შევიდა. ზარი ყველა შემთხვევაში ყალბი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






