გაერთიანებული ოპოზიციის წინადადებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაში მონაწილეობაზე „ქართული ოცნება“ უარს ამბობს.
საქმე ეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების დაწყებას.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება:
„არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ადგილი არა აქვს. კრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება და 400 ათასით არ იგება არჩევნები. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე უბრალოდ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მთავარ დოკუმენტს - კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორი წესით უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






