პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა.
რატიანის თქმით, არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა და რუსთაველის გამზირზე გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია.
„არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს და ის მანდატი, რომელსაც ფლობს დღეს ხელისუფლება მას არ ეკუთვნის, ამიტომ აუცილებელია, ვიფიქროთ ვადამდელ არჩევნებზე, ოღონდ მანამდე სრულიად აუცილებელია არის, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, ამის გარეშე უბრალოდ ვხედავთ, რომ ტარდება უსამართლო არჩევნები,“ - ამბობს სერგო რატიანი.
გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






