საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა
პოლიტიკა - 13:07, 03 Dec, 2018     778

თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისეთი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. პროცესი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი - ფართები დაუკანონდეს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენი თანადგომა და ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც გავაგრძელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში, აღნიშნული მიმართულება 27 მლნ ლარით არის გაზრდილი, რადგან მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; გლდანის რაიონში გაიხსნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მესამე ლოკაცია; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით, რომელიც ერთ გამოძახებაზე საშუალოდ 10 წუთს ზოგავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42