თბილისში პარკებისა და სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია 251 მისამართზე განხორციელდა
პოლიტიკა - 13:04, 03 Dec, 2018     552

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები. დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც განხორციელდება.

„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვაკისა და ვერის პარკების რაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, ამ დროის განმავლობაში, 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ავტოფარეხების აღება დავიწყეთ. მოსახლეობას სურს, მათ ადგილას სპორტული მოედანი ან პატარა სკვერი მოეწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს გაკეთება შესაძლებელია, ორივე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმოხილვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო.

„დაიწყო ნარჩენების სეპარირების ურნების განთავსება. თითოეული ნარჩენი მეორად პროდუქტად გარდაიქმნება. ამ მიმართულებთ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ - სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან, გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯებიც. საპილოტე პროექტის განხორციელებას ორბელიანისა და გუდიაშვილს მოედანზეც ვაპირებთ, სადაც სეპარირების ახალი, თანამედროვე ტიპის ურნები განთავსდება, როგორც სხვადასხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქის მერმა, თბილისის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ამჟამად, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა მიმდინარეობს ბაღის ცენტრალური ტურისტული ბილიკიდან ოქროყანის მიმართულებით წავკისის წყლის სათავეებთან.

„ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი სივრცე, სადაც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შესანიშნავ გარემოში ველოსიპედით გაისეირნონ. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული პროექტი ქალაქისთვის საჩუქარია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ამისთვის მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის საზღვრები 17 ჰექტარით გაიზარდა და მისი სრული ფართობი - 115 ჰექტარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის 10-ვე რაიონში გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 4 318 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 611 894 ლარი დაიხარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42