ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლა - გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას
პოლიტიკა - 13:00, 03 Dec, 2018     945

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

„საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფონი განსხვავებულია და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს...ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვამზადებთ სასამართლოში სარჩელს იმისთვის, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის პირდაპირი ნათელი მაგალითი და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან, რაც არის მთავარი ფუნდამენტი ნებისმიერი არჩევნების, არაფერი საერთო არ ჰქონდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სრულიად განსხვავებული არის პოლიტიკური გარემო ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ. აქვე, გვინდა, დავაზუსტოთ, რომ ვითხოვთ, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთანდაკავშირებით. ასევე, გვიხარია, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი.

უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე, რომ ის არ იყოს ტოტალური კონტროლის, დაშინების მექანიზმი, არამედ იყოს გარანტი იმის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კომპლექსური ცვლილებები და შეთავაზებები, რომლის განხილვასაც დავიწყებთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ „ქართულ ოცნებასთან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ კანონში უნდა ჩაიდოს ამკრძალავი ნორმები საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რათა ისინი არჩევნების პერიოდში პარტიულ წარმომადგენელს არ გაუთანასწორდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42