მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის მირთაგ ასადოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სახალხო დამცველი ეხმაურება.
ასადოვის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ მისი ბაქოში დაკავების უკან, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება იდგეს. ნინო ლომჯარია ამბობს,რომ ასადოვის დაკავებაზე სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო, თუმცა მასთან შეხვედრა არ შემდგარა.
„ასადოვის დაკავებისთანავე ვიყავით ინფორმირებულები, მოგვაწოდეს ინფორმაცია. ამ ეტაპამდე არ გავსაუბრებივარ, მასთან შეხვედრის შემდგომ მეტი ინფორმაცია მექნება. რა თქმა უნდა, დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვოა, როგორც ცნობილია არ ხორციელდებოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევა. ის მაინც ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული. მას შემდეგ რაც შევხვდებით უფრო მეტი დეტალები გვექნება. რადგან აზერბაიჯანში დააკავეს ჯერჯერობით პირდაპირ კავშირზე და გარიგებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი,“-ამბობს ნინო ლომჯარია.
მუსლიმი თემის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 7 ნოემბერს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






