ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ია კერზაიას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც ინსულტი მიიღო.
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელაია ამბობს, რომ დედა დაახლოებით 3 კვირის მანძილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
„გამოაგზავნა განათლების სამინისტრომ ინსპექტირების ჯგუფი, ანონიმური წერილის საფუძველზე, რომელიც 8 ნოემბერს არის გამოცემული ბრძანება, მერე დღეს უკვე ზუგდიდში არიან შემმოწმებლები და ერთი კვირა ახორციელებდნენ ფაქტობრივად რეპრესიას. დილიდან საღამომდე მიმდინარეობდა დაკითხვები, აფრთხილებდნენ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე.
ეს პროცესი დაახლოებით 22 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მუდმივი ზეწოლა, მუდმივი წნეხი იყო ამ პროცესის თანმდევი...
ეს იყო აშკარად პოლიტიკური პროცესი ვინაიდან არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის მოხდა, იყო საუბარი რომ ეს მოხდა იმიტომ რომ ის არ იყო ქართული ოცნების აქტივისტი , არ აწვდიდა მათ მომხრეების სიებს . მას ეს პირდაპირ მოსთხოვეს. არ აპატიეს, დასაჯეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია“-ამბობს შენგელაია.
მასალის გამოყენების პირობები






