„სალომე ზურაბიშვილს ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ“ - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 11:06, 03 Dec, 2018     3324

“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავს. დავით უსუფაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვებით ქვეყანამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ეს მისალოცი არ არის:

„ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე შემდგარი პოლიტიკური მოვლენაა. მას ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, ვინაიდან როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე. პირიქით, მე მას თანავუგრძნობ, რადგან ათმაგად გარჯა მოუწევს, რათა ჯერ საპრეზიდენტო სტანდარტს მიუახლოვდეს და მერე შეიძლება წინაც წავიდეს.

ვუსურვებ იყოს გაცილებით უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იყო კანდიდატი. პირველ რიგში კი იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ამისთვის მას სერიოზული ინიციატივები დასჭირდება. მაგალითად, პირველივე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ვადიანის თუ უვადოსი, ამაზე შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა მოილაპარაკონ, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები საზოგადოების განწყობის ადეკვატურად იყვნენ წარმოდგენილი, სწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42