ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერძაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობ ამ დრომდე მძიმეა, მას გუშინ გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტი შემოყვანის დღიდან იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. აღენიშნება თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეულია გამოწვეულია თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის გასკდომის შედეგად. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“-განაცხადა ექიმმა იაკობ ცერცვაძემ.
ია კერძაიას შვილის, ადვოკატ ბაჩანა შენგელიას თქმით, დედამისის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ აგიტაციაზე ია კერძაიასგან უარი მიიღო, მის სკოლაში ინსპექტირების სამსახური მიავლინა, მონიტორინგის საბოლოო მიზანი კი დირექტორის გათავისუფლება იყო, შედეგად ია კერძაიას ინსულტი დაემართა.
შენგელია სახალხო დამცველს საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






