„დიალოგი ოპოზიციასთან არ შედგება... არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ“ - მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციას
პოლიტიკა - 20:41, 02 Dec, 2018     2400
გაერთიანებული ოპოზიცია, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ხელისუფლებას დროს 16 დეკემბერამდე აძელვს. მმართველი პარტია ოპოზიცას და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უარს ეუბნება და არ აპირებს მოლაპარაკებას არცერთ საკითხზე - არც არჩევნები შედეგები გაუქმებაზე და არც საარჩევნო კანონმდებლობი შეცვლაზე.

დიალოგი ოპოზიციასთან არ შედგება - ესაა მმართვლი გუნდის პაუხი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ არ შეიქმნება.

„არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? იმდენ პატივსაც არ სცემენ, რომ მის გამოსვლებს ხელი არ შეუშალოს მიხეილ სააკაშვილმა. დღეს პროცესი მიდის, როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა ისე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მიხეილ სააკაშვილი ეს არის დევნილი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მართლმსაჯულება ეძებს იმისთვის, რომ დააკავოს, ჩამოიყვანოს და ჩასვას ციხეში. ამ ადამიანთან ჩვენ არანაირი მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას 780 ათასი ადამიანი, რომელთაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს, შეცდომაში შეჰყავს. დეპუტატი თქმით, ოპოზიციას სურს მოლაპარაკებები არა სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, არამედ „ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე“

„ ოპოზიციაში იქნება პარტიებიც, იქნება ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42