"ხელისუფლება, რომელიც ისროდა ლოზუნგებს "არა ძალადობას," ძალადობის მეტს არაფერს უჩვენებს ქართველ ხალხს"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:43, 02 Dec, 2018     1041
გაერთიანებული ოპიზიცია თბილისის ცენტრში ფართომასშტაბიან აქციას მართავს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ მიმართა. ქარდავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია გამარჯვებულია და ხელისუფლებამ ეს გამარჯვება უნდა აღიაროს.მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის ამ ხელისუფლებას და არ მისცემს ბიძინა ივანიშვილს უფლებას, რომ მიითვისოს ქვეყნის პრეზიდენტის დანიშვნის უფლებას.

„მე მინდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაუწყოთ, ეს წუთია მივიღეთ ზუგდიდიდან ინფორმაცია, რომ ბაჩანა შენგელაიას დედა მე-6 სკოლის დირექტორი, ამ არჩევნების ფონზე დაიბარა ხელისუფლებამ, დაემუქრა გათავისუფლებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ამ ქალბატონმა დღეს დილით მიიღო ინსულტი და ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის. აი ამ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე,ხელისუფლებას, რომელიც ისროდა ლოზუნგებს არა ძალადობას, არჩევნების დღეების ჩათვლით და არჩევნების შემდეგ ძალადობის მეტს არაფერს უჩვენებს ქართველ ხალხს. მე მინდა გითხრათ შემდეგი სიტყვები, რაც ჭყონდიდელმა უთხრა დავით აღმაშენებელს, თუ გინდა ძლიერი საქართველო მაშინ ხალხს დაუბრუნე ღირსება. ამ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს, შემგომ დღეებში, უფრო სწორი ნათქვამი იქნება, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ფეხებით შეადგენს ქართველი კაცის ღირსებას, დავუთმობთ ამას ბიძინა ივანიშვილს? საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ჩვენთაგანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება ვიყოთ არჩეული ან ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა ეს უფლება წაართვა ქართველ ხალხს 28 ნოემბერს. 28 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და აკადრა ქართველს, დაშინება, მოტყუება, მოსყიდვა. მან თავისივე თავი ქართულ ოცნებასთან ერთად ჩააყენა მდგომარეობაში, როდესაც ის აბსოლუტურად განძარცვულია ლეგიტიმაციისგან. ჩვენი მთავარი მოვალეობა ახლა არის, კონსტიტუციის მეორე მთავარი უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორიც არის პროტესტი, დემონსტრაცია და მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნების პროცესი აუცილებლად დავიწყოთ და არ დავასრულოთ მანამ. სანამ ეს ქართველი ხალხის გამარჯვებით არ დასრულდება. ყველანი, თითოეული ჩვენთაგანი ვინც ამ ტრიბუნასთან ვართ, ვართ რიგითი ჯარისკაცები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოძრაობამ, რომელიც ჩაუდგა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას სათავეში, გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ რომ მიიღო მილიონამდე ხმა, რატომ მილიონამდე? 800 ათასი ხმა იძულებული გახდნენ და დაწერეს, მაგრამ ათი ათასობით ხმები გააბათილეს, გააბათილეს აბსოლუტურად კანონიერი ხმები. მეორე იმდენი ამ პირადობის მოწმობებით მიიტაცეს. ფაქტობრივად ჩვენ ვართ გამარჯვებული, ქართველი ხალხი არის გამარჯვებული და ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ამას არ აღიარებს. ჩვენ არაფერი გვაქვს ასაღიარებელი, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და მათ უნდა აღიარონ ჩვენი გამარჯვება, სწორედ დღეს დაიწყო ეს პროცესი. ჩვენ ხელისუფლებას ვაიძულებთ აღიაროს ქართველი ხალხის გამარჯვება. ჩვენ ყველანი ვეთანხმებით იმ განცხადებას, რომელიც გააჟღერა ჩვებმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს შემოუერთდება ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, პრინციპული თანხმობა ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ სრულად შევცვლით საქართველოში ხელისუფლებას და მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში აღვადგენთ იმ ინსტიტუტს, რომელსაც ასე გააფთრებით ებრძვის ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხის საამაყო ინსტიტუტს ქვია სახელი პრეზიდენტი და მთავარსარდალი, ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილის უფლებას, თვითონ მიითვისოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის დანიშვნის უფლება, ეს უფლება ეკუთვნის ჩვენ ქვეყანაში ერთადერთი უზენაესი ძალაუფლების მქონე ქართველ ხალხს. ბრძოლა ახლა იწყება, რეალურად „ძალა ერთობაში“ ხალხთან ერთად უკვე შედგა, ეს უკვე ცალკე პოლიტიკოსების და მოქალაქეების ბრძოლა არაა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა არალეგიტიმური, ოლიგარქიული დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ქართველი ხალხი ამას დაუსვამს წერტილს. მაშ გაუმარჯოს ჩვენ ერთიან ბრძოლას, ძალა ერთობაშია.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42