"დღეს აქ შევიკრობეთ იმ ძალადობის გასაპროტესტებლად დიახ იმ ძალადობის, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური და მას ეგონა, რომ ჩვენ ენერგიისგან დავიცლებოდით და მონაწილეობას არ და ვერ მივიღებდით მესამე ტურში. ჩვენ, არა თუ ვიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იცით რატომ ხალხნო? ის რაც მათ იკადრეს, ყველა არჩევნები, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს და ქვეყნის პირობებში ჩატარებულა, ერთად რომ შევაჯამოთ და ხარვეზები და დანაშაულებები, რომ ავიღოთ, ათჯერ მეტი გააკეთეს ერთ არჩევნებში ხალხნო.
პედაგოგებს, ბაღის თამაშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ თუკი არ ამოიგებს სალომე ზურაბიშვილი იმ უბანს სადაც ცხოვრობ აუვილბლად გაგათავისუფლებთ, რამდნეი ჩამოვთვალო, მეშახტეებს ემუქრებოდნენ, მზრაეულებს და მეეზოვეებს ემუქრებოდნენ. არ დატოვეს არცერთი სეგმენტი. ერთი ქალბატონი ხონში, რომელიც დღეს დილით ჩამოვიდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში იცით რა გვითხრა? - სალომე ზურაბიშვილი, რომ შემოვხაზე შვილო ვიტირეო და ისე ჩავაგდე ყუთშიო, დიახ. ეს არ არის ნებაყოფლობით არჩეული პრეზიდეტნი ხალხნო. ამ ყველაფერს თან აკეთებდნენ კრიმინალების მეშვეობით. სინამდვილეში, არც კრიმინალები არიან და არც ძველი ბიჭები, ესენი არიან სუს-თან და პოლიციასთან შეკრულები. პოლიციის უფროსი და თვითონ ძველი ბიჭი, პოლიციის უფროსი და თვითონ კრიმინალი, ერთად ატარებდა არჩევნებს.
ჩვენ გვაქვს გამოსავალი. ან მივდივართ სახლებში და ფარ-ხმალს ვყრით, ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი. ხალხო ეს არის ღირსების საკითხი, ბევრი არჩვენები წაგვიგია და გვიღიარებია, მაგრამ ეს არჩვენები ხალხმა მოიგო ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, დღეს ხმების დაცვაზე ბრძოლა გრძელდება. არ მიღირს მე პირადად არც პოლიტიკოსობა და არც ცხოვრება თუ კი ვიცი რა ჩაიდინეს და ამაზე თვალი დავხუჭო. მე და ჩემი მეგობრები, მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს, კონსტიტუციის ყველა მუხლის მოთხოვნით და დაცვით, ვიქნებით ჰიპერაქტიულები და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება" - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






