გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციის არც ერთი მონაწილე არ შეეგუება იმ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.„ხშირად საუბრობენ დესტრუქციაზე. დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს კანონი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, არ უსმენს ხალხს და პასუხს არ სცემს. ჩვენ ერთად აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას ქვეყანაში და მოპარულ არჩევანს აუცილებლად დავიბრუნებთ თითოეული ჩვენგანი. მე მინდა თომას ჯეფერსონის სიტყვები წარმოვთქვა: „როცა უსამართლობის კანონად ქცევას ცდილობენ, პროტესტი, არშეგუება, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება.“ ეს პროტესტი ჩვენი მოვალეობაა. საქართველო იქნება დემოკრატიული ქვეყანა და ვერ გამოგვტაცებს ამას ივანიშვილი ხელიდან.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






