ადგილზე უვე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზალიკო უდუმაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.
„დღეს ჩვენ აქ ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი იმ უკანონობის მიმართ, რომელიც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. 28 ნოემბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო არჩევნები. ეს იყო დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. დღეს ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ერთ მხარეს დგას კრიმინალზე მდგარი საქართველოს ხელისუფლება და მეორე მხარეს დგას დანარჩენი საქართველოო. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენ ძალიან მალე ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები ამიტომ, ვინც თვლით, რომ 28 ნოემბერს თქვენ მოგპარეს ხმები, თქვენ წაგვართვეს უფლება არა მხოლოდ პრეზიდენტი აგერჩიათ, არამედ განგესაზღვრათ ამ ქვეყნის და თქვენი შვილების მომავალი, მობრძანდით 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






