მოთხოვნა არის კონკრეტული - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები - სააკაშვილი
პოლიტიკა - 11:09, 02 Dec, 2018     813

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გამართავს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„მოთხოვნა არის კონკრეტული - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ არ შეიძლება, ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში დარჩეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "კვირის აქცენტებში" საუბრისას.

სააკაშვილის განცხადებით, ხალხს სჭირდება ზომიერება, სიმშვიდე და არა დესტაბილიზაცია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართულმა ოცნებამ გააყალბა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ სტილში არჩევნების იმიტაცია მოხდა. ის არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „არჩევნები მთლიანად მოიპარეს".

„ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება. ვეთანხმები გია ვაშაძეს, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცნობა არ შეიძლება. ივანიშვილმა სპეციალურად მთელი საარჩევნო კამპანია გვაკომპლექსა, რომ ქუჩაში გამოსვლას აპირებენ, დესტაბილიზაციას აპირებენ იმიტომ, რომ მისი გაყალბების გამო ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ ივანიშვილის თამაშის წესი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ დესტაბილიზაცია კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ზომიერება, სიმშვიდე, კანონის ფარგლებში დარჩენა, გეგმაზომიერი და მწყობრი მოქმედება, მასიური მოქმედება, ღიმილით მოქმედება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42