ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის რამდენიმე მილიონი დახარჯა - ამის შესახებ „კურიერს“ წყარო უყვება.
საპრეზიდენტო არჩევნების დღეებში ფული ქართუ ბანკის სათაო ოფისიდან საინკასაციო მანქანებით გაჰქონდათ. კურიერის წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერა ქართული ოცნების ლიდერს 2.5 მილიონი დაუჯდა.
წყარო რუსთავი2-ს უყვება, რომ ფული მისცეს მმართველი გუნდის იმ სატელიტებს, რომელიც ეწეოდნენ კამპანიას - არა ნაციზმს!, ფული გადაუხადეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების დღეს მუშაობდნენ.
ცენტრალური საარჩვენო კომისიის ოფიციალური დოკუმენტში საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო 62 ორგანიზაციას შორის ერთ-ერთი ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვისაა.
ამ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს 1528 ადამიანი აკვირდებოდა. რა წყაროებით დააფინანსა კაკაბაძემ დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, კითხვამ მისი განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია. მან ჯერ რუსთავი2-ის მიკროფონი დააზიანა, პარალელურად კი სიტყვიერი შეურაცხოფაზე გადავიდა.
წყარო და სრული ვერსია: "შაბათის კურიერი"
მასალის გამოყენების პირობები






