„დაოკდით და დააოკეთ თქვენი ზონდერბრიგადები“ - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას
პოლიტიკა - 19:27, 01 Dec, 2018     862

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებზე დღეს განხორციელებულ თავდასხმების ფაქტებზე „ძალა ერთობაშიას“ რიგებში გამოეხმაურნენ. გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს მიმართა:

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ცოტა დაოკდით და დააოკეთ თქვენი ზონდერბრიგადები, რომლებიც დაძრწიან ახლა ქუჩებში. ერთი მოწოდება მაინც გააკეთეთ, რომ მოუწოდოთ მშვიდობისკენ თქვენ ამ კრიმინალებს, რომლებიც თქვენთან ერთად დარბოდნენ საარჩევნო უბნებზე. ელემენტარულად ერთხელ მაინც, პასუხისმგებლობა იგრძენით, რომ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან პროცესთან და ძალიან დაძაბული არის მდგომარეობა ქვეყანაში. ერთხელ მაინც გაიაზრეთ, რომ ჯერკიდევ ხართ ხელისუფლებაში და ჯერკიდევ გაქვთ ვალდებულებები ქართველი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მსგავსი პერსონალური ინციდენტები და დაპირისპირებები არ მოხდეს. სამწუხაროდ თქვენ, ისევ და ისევ ამართლებთ და აპრავებთ მოქმედებებს, რომლებსაც თქვენი ზონედერები აკეთებენ საქართველოს მასშტაბით.

ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადება ამ საკითხებთან დაკავშრებით, აზრი დაალაგეთ და ნორმალურად ელაპარაკეთ ხალხს და საზოგადოებას.

რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმებს, აბსოლუტურად მშვიდობიანად, ხვალ, რუსთაველზე სამ საათზე, ჩვენი კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე ვიკრიბებით, სადაც კიდევ ერთხელ დავაყენებთ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც განახორიცელა „ქართულმა ოცნებამ“ და იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რასაც ერქვა სახელად არჩევნები, თუმცა, არფერი არ ჰქონდა საერთო არჩევანთან. დიახ, გვექნება კონკრეტული მოთხოვნები და აქვე მოგმართავთ პირდაპირ ეთერში, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თუნდაც პირადად ბატონ ივანიშვილს თუ ნებისმიერ სხვას, თქვენი განცხადებები, რაც ისმის არჩევნების შემდეგ, ვფიქრობ, რომ არის მოკლებული ყოველგვარ რაციონალურ აზრს. საზოგადოება არის გაყოფილი. ახლა არის გასაკეთებელი ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ორი მხარე რამენაირად შეთანხმებულად მოქმედებდეს. ამიტომ, რაციონალურად დაფიქრდით და მერე გაეცით პასუხი იმ მოთხოვნებს, რომელსაც ვაყენებთ ჩვენ. ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ 800 ათასზე მეტი ადამიანის სახელით, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ არჩევნებში, მიუხედავად თქვენი ზეწოლისა, წნეხისა და იმ უბედურებისა, რაც ჩაატარეთ ქვეყანაში და ძალიან პასუხისმგებლობით ვექცევით ამ მხარდაჭერას. ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები, გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომლებიც აგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ გამოდიოდეთ და ამბობდეთ, რომ ყველაფერი თქვენია ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ, სჯობს დაფიქრდეთ განცხადებებზე და ადეკვატური პასუხი იყოს ნებისმიერ იმ პროცესზე, რაც ხდება ქვეყანაში.

ჩვენი კონსტიტუციური უფლებიდან გამომდინარე, ხვალ ვიკრიბებით რუსთაველზე, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მშვიდობიანი მანიფესტაცია ჩავატაროთ ხვალ, იმისთვის, რომ კარგად დაფიქსირდეს, რაში მდგომარეობს ჩვენი მოთხოვნები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42