„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა ბოლნისის პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, ისმალილოვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამომძიებლები გვიან ღამით მის სახლთან მივიდნენ და კარის შემტვრევით ემუქრებოდნენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციის წევრმა სატელეფონო ჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომელშიც ბოლნისის პოლიციის თანამშრომელი, ზაზა ფაცაცია, ბოდიშს იხდის და აღიარებს, რომ გამომძიებლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს:
„გამომძიებლები მივიდნენ ჩემთან სახლში, იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით და ცდილობდნენ, ასეთი სახით ჩაებარებინათ უწყება. გამომძიებელმა ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა. ზაზა ფაცაციამ, პრაქტიკულად, ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა, რომ ნამდვილად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას,“ - განაცხადა სამირა ისმაილოვამ.
მასალის გამოყენების პირობები






