გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ცხელი ხაზი აამოქმედა. აღნიშნული უკავშირდება ოპოზიციის ლიდერებსა და მის მხარდამჭერებზე თავდასხმებს.
დღეს ქუტაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს უცნობილი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ასევე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერზე, ბაჩუკი ქარდავაზე:
„სამწუხაროდ დღეს რამდენიმე ფაქტს ჰქონდა, ადგილი, როცა ჩვენს ლიდერებს თუ მხარდამჭერებს დაესხნენ თავს. ეს იყო ქუთაისის აეროპორტში, თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახის წევრებს სადაც დაესხენ თავს, ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს ბაჩუკი ქარდავას. ასევე პოლიციის მხრიდან, აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და საგანგაშო ქმედება სამირა ისმაილოვასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონს სიმშვიდე, მაგრამ გადავდივართ კვლავ საგანგებო რეჟიმზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვამოქმედებ ცხელ ხაზს, სადაც თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ექნება გარკვეული მსგავსი ინციდენტები, 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენი ტელეფონის ნომერია - 032 211 02 45, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აქ, ან ჩვენს რაიონულ შტაბებში, ასევე „ფეისბუქის“ მეშვეობით, მაგრამ ეს არის ნომერი, რომელიც მუდმივად იქნება ჩართული და ჩვენ მოავხდენთ მყისიერ რეაგირებას ამ ყველაფერზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






