“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ საკუთარი პროფესიული საქმიანობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მომხდარ თავდასხმაზე
პოლიტიკა - 16:17, 01 Dec, 2018     848

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმიანება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძრაობის „არა ნაციზმის“ ოფისში.

„მაუწყებლის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაღიზიანება გამოიწვია “რუსთავი 2”-ის მიერ დასმულმა კითხვამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, ხოლო იქვე მყოფმა სხვა პირებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური ძალის გამოყენებით ოფისი დაატოვებინა. აღნიშნული ინციდენტის დროს დაზიანდა ასევე მაუწყებლის კუთვნილი აპარატურა.

ჟურნალისტების მიერ საარჩევნო თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და შემდგომ აუდიტორიისათვის მიწოდება, უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ საკუთარი პროფესიული საქმიანობა.

ნებისმიერ რესპონდენტს აქვს უფლება არ უპასუხოს მედიის მიერ მისთვის დასმულ არასასიამოვნო ან თუნდაც მიუღებელ კითხვას, მაგრამ აღნიშნული არავის აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს ანდა ფიზიკურად იძალადოს ჟურნალისტზე.

მისასალმებელია, რომ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია, რომ ის წარიმართოს სწრაფად და გამჭვირვალედ და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები გამოძიების ობიექტურობის მიმართ. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტებს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და დაუზიანა მათი კუთვნილი აპარატურა.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები შეურაცხყოფისა თუ ფიზიკური ძალადობის ობიექტები გახდნენ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. ასევე ხშირია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ტელეკომპანიის თუ მისი ჟურნალისტების მიმართ აგრესიული რიტორიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებაში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიის წახალისებას წარმოადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტის სწრაფი გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება.

სურვილის შემთხვევაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზად არის შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს“, - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42