ტრაგედია ხორავას ქუჩაზე - მოზარდების მკვლელობიდან ერთი წელი გავდია. 2017 წლის პირველ დეკემბერს სისხლიან გარჩევას 51-ე სკოლის ორის მოსწავლე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ემსხვერპლა.
განცხადება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. იგი მომზდარზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი - ვინ არის მკვლელი, რატომ არ ჩატარდა სათანადო გამოძიება და რატომ არ დაისაჯნენ ან რატომ ხდება ხელის დაფარება ადამიანებზე, რომლებიც ამ საქმეში ყველა მონაცემით ფიგურირებდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არ ჩატარდა სანდო გამოძიება, ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული კითხვები და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, მთლიანად ქართულ ოცნებას, რომლის პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რომ თუ არ მივიღეთ მთელ რიგ საკითხებზე ამომწურავი პასუხები, ეს ყველაფერი ემატება იმ მწვავე პრობლემებს, რომლებიც ისედაც არის დაგროვილი საზოგადოებაში,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






