„გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ის შედეგი იყოს, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ელოდება“ - შს მინისტრი მოზარდების მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 16:04, 01 Dec, 2018     775

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა შედეგი იყოს ობიექტური და სანდო. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და განაცხადა, რომ კარგად ესმის თუ რატომ არ არის გატარებული ღონისძიებები გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის ნუგეში.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ამ ტრაგედიის გამო მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა. ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. მე არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა, კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, სხვადასხვა კომუნიკაციების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი იყოს, რომელსაც პირველ რიგში ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება - ობიექტური და იმსახურებდეს ნდობის მაღალ ხარისხს. ამისთვის პოლიცია აკეთებს ყველაფერს და პოლიცია გააკეთებს ყველაფერს. თუმცა, მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში. ისიც კარგად მესმის, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ გატარდა, მათ შორის საკანონმდებლო - არ არის ნუგეში არც ნათესავებისთვის და არც მშობლებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა". - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42