„გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახს თავს დაესხნენ, ეს დაშინების კამპანია ე.წ. ხელისუფლების მიერ არის მართული“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 15:18, 01 Dec, 2018     1172

ქუთაისის აეროპორტში პოლიტიკური ნიშნით თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტს, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშ გამეოხმაურნენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მომხდარი არ არის ერთეული შემთხვევა და ეს დაშინების კამპანია არის ხელისუფლების მიერ მართული:

„28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარც პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუციაა, აღარც არჩევნები ტარდება და ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალების ბანდები. დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავსდაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები და მიაყენეს ოჯახს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ორგანიზებული კამპანია, არ გეგონოთ, რომ ეს იყო რაღაც იზოლირებული მოვლენა. მიზანმიმართულად, დილიდან ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში სპეციალურად, ეს დაშინების კამპანია არის მართული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი არავის ეშინია, მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმა, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ, არც ერთ ჩვენს მხარდამჭერს, შტაბის არც ერთ აქტივისტს, არც ერთი შტაბის ხელმძღვანელს არავის, ვინც ჩვენ კამპანიასთან იყო დაკავშირებული, ან არც ერთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, არ მოგცემთ უფლებას, რომ ეს ადამიანები დააშინოთ, ან მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ და ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან და დამიჯერეთ, მე ამის საშალება მაქვს, ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვრჩებით კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, იმავეს მოვითხოვთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, ნუ დაკარგავთ საბოლოოდ ადამიანის სახეს.

არჩევნები მოიპარეთ, ხალხის ნებას მიაფურთხეთ, უამრავი ბიულეტენი არის გაუქმებული, კალათებით ყარეთ ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში, ის მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ ქართველობის და ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი.

ეს კამპანია თუ გაგრძელდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეშინებით ვერ შეგვაშინებთ და თქვენ ამ კამპანიის მართვას ვერ შეძლებთ, იმიტომ რომ არავის, არასოდეს კრიმინალების მართვა არ გამოსვლია და არც თქვენ გამოგივათ, ყველაფერზე მიიღებთ საკადრის პასუხს, მაგრამ მიიღებთ პასუხს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ძალას შეეფერება, რომელიც ჩვენ ვართ და თქვენ გასული ხართ ცივილიზებულობის, კონსტიტუციურობისა და სამართლის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42