ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ორი მოზარდის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ფაქტია, რომ ზაზა სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა. ზოიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს ასეთ ამინდში კვლავაც უხდებათ რუსთაველის გამზირზე ყოფნა. აბსოლუტურად გულახდილად ვამბობ ამას, აღარ დავუბრუნდები იმ საკითხს, რომ გამოძიება მიდის ჯერ კიდევ. ფაქტია, ამ ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი რამ ამ ქვეყანაში აღარასდროს აღარ განმეორდეს,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






