"მაქსიმალურად ვეცდებით დროულად მოვუგვაროთ მოსახლეობას ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 14:00, 01 Dec, 2018     946

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა. მინისტრი სამეგრელოში გუშინ ღამე გაემგზავრა, მოსახლეობას დილიდან ხვდება და მათთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა.

"ყველაზე მძიმე მდგომარეობა დღეს აქ არის, დევნილთა დასახლებაში. სამწუხაროდ, სტიქიამ დააზიანა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილი, მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვეცდებით წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი და უახლოეს მომავალში დაიწყება სარემონტო სამუშაოები. იქნება ეს ყველაფერი კონტროლზე აყვანილი, რომ არ მოხდეს ამის დროში გაჭიანურება და ისედაც განსაცდელში მყოფ ადამიანებს, სტიქიის შედეგად დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. მაქსიმალურად ვეცდებით დროულად მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ.

სენაკშიც მსგავსი მდგომარეობაა, იქაც დევნილებით განსახლებულ კორპუსში სახურავი დაზიანდა. ზუგდიდში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა მსგავსი მდგომარეობა. კერძო სახლებიც დაზიანდა და სწრაფად მივეხმარებით. ფოთშიც მძიმე სიტუაციაა, რამდენიმე საბავშვო ბაღია დაზიანებული, ფანჯრებია დამტვრეული და საფარია გადახდილი. ახლა ფოთშიც ჩავალთ და ვნახავთ რა ხდება ადგილზე." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან ზიანი მიადგა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან.

ვიცე-პრემიერი სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას და სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.

ძლიერმა ქარმა გუშინ დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები, ძირიანად მოგლეჯილი და წაქცეულია ათეულობით ხე.

გუშინვე, სამეგრელოს რეგიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც იღებდა და მყისიერად რეაგირებდა დაზარალებული მოსახლეობის შეტყობინებებს.

სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42