საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური - ოფიციალური ვაშინგტონი საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას იზიარებს იმასთან დაკავშრებით, რომ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, უკანონო აგიტაციასა და სხვა დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა. ჰიზერ ნიუერტის განცხადებით, მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაატარის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელზეც ეუთო და სხვა სადამკვირვებლო მისიები მიუთითებენ.
ვაშინგტონი მიესალმება ეუთოს მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო მარათონი საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო და ყველა კანდიდატს კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებაც მოულოცა.
მასალის გამოყენების პირობები






