ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია - 51-ე სკოლის მოსაწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ამის შესახებ განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით სერგი კაპანაძე ავრცელებს:
„დღეს 1 წელი გავიდა დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან.
ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია ეს საქმე. დღემდე დაუსჯელია მკვლელობაში მონაწილე პიროვნება. დღემდე ხელს აფარებენ მირზა სუბელიანს, რომლის ქმედებებზე ამ საქმის ჩაფარცხვასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ დაწყებულა. დღემდე ხელს აფარებენ ფარცხალაძის დატოვებულ იერარქიას პროკურატურაში. დღემდე დაუსჯელია შსს-ს და პრკურატურის ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს საქმე შეკერა. ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიამ სრულიად ნათლად წარმოაჩინა.
სოლიდარობა ზაზას და თანაგრძნობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შარშან 1 დეკემბერს დათუნა და ლევანი მოუკლეს.
ეს საქმე ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება გამოძიებული“, - წერს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






