„არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება“ - ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 10:35, 01 Dec, 2018     830

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევიდან, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი წელი გავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არ მომხდარა არასრულწლოვანთა სამქმის ეფექტიანი გამოძიება:

„ერთი წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელსაც ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის გარდაცვალება მოჰყვა. ამ შემთხვევამ და შემდგომმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინეს მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე და სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმის განხორციელების აუცილებლობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასრულწლოვანთა სამართლებრივი ინტერესების განსაკუთრებული პრიორიტეტულობისა და საკითხის მომეტებული სიმწვავიდან გამომდინარე, საგამონაკლისო დაშვებით, სრულად შეისწავლა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე, საქმესთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალები, განახორციელა საპარლამენტო კომისიის ძირითადი სხდომების მონიტორინგი, შეისწავლა კომისიის საქმიანობის შედეგები და პარლამენტის დადგენილება, შეხვდა ბრალდებულ არასრულწლოვნებს, ბრალდებულების/ამჟამად მსჯავრდებულებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრებს.

ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ გამოძიება სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებულიყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით პროკურატურას გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების და არა გამოძიების დაწყების რეკომენდაცია მიეცა. შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ამ დროისთვის კვლავ გრძელდება.

მიუხედავად გაწეული დიდი ძალისხმევისა როგორც სახალხო დამცველის, ასევე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიმართ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. მიგვაჩნია, რომ გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული კითხვები და გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას:

1. ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ;

2. სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა;

წარდგენილი მოთხოვნები ემსახურება საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების აღსრულების ლეგიტიმურ მიზანსა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საჯარო კონტროლს. რამდენადაც, სწორედ ნაკლები გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იწვევს მსგავს უხეშ დარღვევებს საგამოძიებო მოხელეთა მხრიდან, რომელიც საბოლოოდ, არსებითად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42