"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "კურიერის" გამაღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, ნანა კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
"რეალურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს, დააზიანეს ჩვენი კამერა, ინვენტარი პრაქტიკულად გამოუსადეგარია შემდგომი საქმიანობისთვის, წაგვართვეს მიკროფონი, რომელიც ფასეული ნივთია და არ არის სათამაშო. მოვუწოდებ პირადად, მთელი კომპანიის სახელით, საქართველოს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, მიეცნენ პასუხისგებაში ფსევდო სამართალდამცველი ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ასევე ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ ამ საკითხში. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კანონის მთელი სიმკაცრით. ჩვენ არ გვჭირდება მოჩვენებითი სისხლის სამართლის საქმე გირაოებით და ჯარიმებით. ყველაზე უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული, რომ არავის ამ ქვეყანაში აღარ მოუნდეს ნებისმიერი მედიის, იქნება ეს ოპოზიციური მედია, თუ სხვა, წინააღმდგე ფიზიკური ზემოქმედება და ტექნიკის დაზიანება. მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, მთელი კომპანიის სახელით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, პირველ რიგში ეს არის მედიის საქმიანობის უკანონო ხელშეშლა და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. ეს არის ის ორი მუხლი, რაც ამ მომენტისთვის გამოკვეთილია, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ გამოძიებამ გამოავლინოს სისხლის სამართლის სხვა მუხლები" - აცხადებს ნიკა გვარია.
მასალის გამოყენების პირობები






