ევროპარლამენტის წევრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2006-2007 წლებში, ანა ფოტიგა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"განცხადება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითმე ღრმად შეშფოთებული ვარ გარემოებებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. მე ვიზიარებ არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიისა და NDI-ის შეფასებებს, მათ შორის ადმინიტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, ხმების მოსყიდვის მცდელობებსა და ხმის დათვლის დროს არსებულ მანიპულაციებს.
მე წლების მანძილზე პირადად ვაკვირდებოდი საქართველოშ ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის ამასწინდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს, რა დროსაც გარკვეული დარღვევები გამოვლინდა. თუმცა, ამჯერად ეს დარღვევები ძალიან გაიზარდა, ხოლო ზოგადი ვითარება გაუარესდა, რამაც გააუარესა კონკურენციის თანაბარი პირობები პარტიებისთვის და წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმნწიფოს შორის.
როგორც საქართველოს მეგობარი, მე წლების მანძილზე მივესალმებოდი დემოკრატიულ ცვლილებებს საქართველოში და მხარს ვუჭერდი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ამ გზაჯვარედინზე საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური კურსისთვის კრიტიკულად აუცილებელია სრული გამჭვირვალობა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის გამოძიება, რაც ქართველი ხალხის ინტერესში შედის", - ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






