„კითხვა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“ - ისევ ასე აპირებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად?“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:52, 30 Nov, 2018     1222
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, კვირას მათ მიერ დაგეგმილი აქცია ოპოზიციის მხარდამჭერების მოთხოვნით ტარდება.

„კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას. ჩვენი მოთხოვნები გაჟღერებულია - ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს სრული ცვლილება. ეს არის იმ უკანონობების აღმოფხვრა ქვეყანაში, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რასაც ვერ დავარქმევთ ვერც დემოკრატიას, ვერც არჩევნებს. ჩვენ ვაქვს აბსოლუტურად რაციონალური და სწორი მოთხოვნები.

და რაც ყველაზე მთავარია, მაქვს კითხვა „ქართულ ოცნებასთან“ - რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ამ რთულ მდგომარეობას, რაშიც არის ქვეყანა. რა არის მათი გზავნილი. ისევ ასე აპირებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად? ისევ ისე აპირებენ გაგრძელებას? ამ არჩევნებს მთავარი ლეგიტიმაცია სჭირდება იმ 800 ათასი ადამიანისგან, ვინ ჩვენ და გრიგოლ ვაშაძეს დაგვიჭირა მხარი. ჩვენ ვერაფრით დავუშვებთ, რომ ეს იყოს ლეგიტიმური, არ შეიძლება, ქართული არჩევნების სტანდარტად იქცეს ის, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში – აბსოლუტური, ტოტალური უკანონობა, მოსყიდვა, ყველა კანონის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერაფრით ვერ ვცნობთ, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, - ამბობს ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42