პენიტენციური სამსახური მერაბიშვილისთვის ჩატარებულ კვლევებზე ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:46, 30 Nov, 2018     800

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილისთვის ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აცნობებს, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეიმუშავა დასკნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია და რომ სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები მსჯავრდებულს ოპერატიულად უტარდებოდა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი მოთავსებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“, სადაც 3 ოქტომბერს ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და დაისვა ერთობლივი დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი, რომლის გენეზიც, ექიმთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, იდიოპათიურია, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი გამოხატული პათოლოგია არ ვლინდება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება შესაძლო მწვავე და ქრონიკული სინუსიტის შედეგად გამოწვეული ჰორნერის სინდრომის შესახებ და დამატებით რეკომენდებულ იქნა ექსტრაკრანიალური არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევა რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა და პათოლოგია არ გამოვლინდა, ასევე გამოირიცხა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა.

იმავე პერიოდში კლინიკაში ჩატარდა ექიმ-ტოქსიკოლოგთა კონსილიუმიც. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების, სპეციალისტთა კონსულტაციების, მულტიპროფილური შემადგენლობის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის და სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობის გათვალისწინებით, არ დადასტურდა არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებითი კვლევები საჭიროდ არ ჩაითვალა.

კლინიკაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულისთვის ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ლიმფოციტების უმნიშვნელო მატება. ამასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკის ექიმების, ასევე კონსილიუმში მონაწილე ექიმ-სპეციალისტების მიერ დამატებით გამოკვლევის ან/და მკურნალობის საჭიროების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა.

თუმცა, სახალხო დამცველმა, დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ლიმფოციტების დამატებითი კვლევა რეკომენდებულად მიიჩნია. მოცემული რეკომენდაცია გაზიარებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ და მისი შესრულება ამჟამად მიმდინარეობს" - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42