გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის ემზადება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა და ამის გამო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს:
„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით,“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქცია სპონტანურად არის დაგეგმილი და ხალხის მობილიზება ორგანიზებულად არ ხდება:
„ყველაფერი დამოკიდებულია ქართული ოცნების პასუხზე. მე მათ არ ვურჩევდი, კუთხეში მიამწყვდიოს 800 ათასი ადამიანი, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ჩვენ,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






