„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, სად შევა ახალი პრეზიდენტი, რადგან მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, როგორ ჩატარდა არჩევნები.
ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ივანიშვილის მარიონეტია.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად შევა ქალბატონი ზურაბიშვილი. პრობლემა არის ის, რა მეთოდებითაც ჩაატარა ზურაბიშვილის ხელმძღვანელმა და ვისი მარიონეტიც ის არის - ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ეს არჩევნები. ეს არის მთავარი პრობლემა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად პოლიტიკურად არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ სიმბოლოების მიმართ არის კიდევ ერთი სიმპტომი, ოღონდ არა მთავარი, რა თქმა უნდა, იმ უზარმაზარი პრობლემების, რომლის წინაშეც ქართული დემოკრატია დგას, ივანიშვილის, მისი რეჟიმის და მისი პროპაგანდის ორგანოების სახით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






