საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა
პოლიტიკა - 13:12, 30 Nov, 2018     1224
საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარის, ეკა გიგაურის, სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ჩათვალა, რომ სადავო განცხადებაში არ იყო ცილისმწამებლური ელემენტები და იყო მხოლოდ შეფასება გოგა ხაინდრავას მხრიდან. ეკა გიგაურის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მიკერძოებულად მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ.


„თავიდანვე ვაცნობიერებდით, ჩვენ არ შეგვქონდა სარჩელი დამოუკიდებელ სასამართლოში. ეს დაამტკიცა დღევანდელმა სასამართლომ და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ავირჩიეთ სამართლებრივი გზა დავის, ჩვენ გავაგრძელებთ დავას, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში,“ - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

მოპასუხე მხარის , გოგა ხაინდრავას თქმით, ის სასამართლო განხილვებზე მხოლოდ იმიტომ დადიოდა, რომ საზოგადეობისთვის ეჩვენებინა, რას წარმოადგენდა გიაგური.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, რას წარმოადგენს გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში, ამ სამი წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებენინა საზოგადოებისთვის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას სჩადიოდნენ და რას სჩადიან დღეს. სხვა არანაირი აზრი ჩემთვის აქ არ ჰქონდა იმიტომ, რომ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ და ეს ვიცოდი არა მარტო მე, არამედ მთელმა საქართველომ.“ - განაცხადა ხაინდრავამ.

სასამართლო გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეკა გიგაური:

„დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.

რეალურად კი რა მოხდა -სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც!

არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები.

მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე "მიუკერძოებელ" და "სამართლიანს” მსოფლიოში !“- წერს ეკა გიგაური ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას სასამართლოში მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისთვის უჩივლა. საქმე ეხება ხაინდრავას განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილე იყო.

ამ განცხადების გამო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მისგან ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდას ითხოვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42