ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის თქმით, შესაბამის ანგარიშში ასახული გამოვლენილი დარღვევების შესწავლა უკვე მიმდინარეობს.
„სახალხო დამცველის მანდატი არ არის, შეაფასოს არჩევნების ლეგიტიმურობა, სახალხო დამცველის მანდატი არის ის, რომ მოახდინოს რეაგირება ინდივიდუალურ, თუ სისტემურ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ჩვენ გვქონდა რეაგირება ინდივიდუალურ ინციდენტებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა ძალადობას, თავდასხმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის შემთხვევების თაობაზე და ამ წუთას, ამ პროცესში სახალხო დამცველი ამ ინფორმაციებს ამოწმებს, სწავლობს პირველ წყაროებთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გვქონდეს შესაბამისი შეფასებები უკვე ადამიანის უფლებების წლიურ ანგარიშში, რომელსაც წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ,“ - აცხადებს ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






