ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით, საზოგადოებას რევოლუციური სცენარი არ აინტერესებს.
„ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც ძირითადად არიან ინდივიდები, თითქოს პარტიები, ძალიან რთულ მდგომარეობაში უხდებათ გადაწყვეტილების მიღება და შეგულიანება თავის მხარდამჭერების. ერთის მხრივ, ავანტიურისტი არაადეკვატური მოწოდებებით, რევოლუციური სცენარით, რომელიც ეკრანიდან მიესალმება საზოგადოებას, მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს ვაშაძის პოლიტიკური მომავალი და მესამე მხრივ, მთავარი თემა, რაც არის, არის საერთაშორისო დამოკიდებულება არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
არჩილ თალაკვაძე გაერთიანებულ ოპოზიციას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.
„მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არეჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. ყველა შეკრება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა მშვიდობიან ვითარებაში, რადგან ჩვენპატივს ვცემთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, თუმცა, კანონი იქნება განუხრელად დაცული,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გაერთიანებულმა ოპოზიცია აქციას 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამარათავს.
მასალის გამოყენების პირობები






