„ოცნება“ ზურაბიშვილს ჯერ კარგად ვერც იცნობს და როცა გაიცნობს, უკვე გვიანი იქნება“
პოლიტიკა - 12:09, 30 Nov, 2018     1731
ანლიტიკოსების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზდენტება ძალიან სუსტი გამარჯვებაა და ახალ პრეზიდენტს საზოგადოებისგან დიდი ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
პოლიტოლოგების შეფასებით, ზურაბიშვილი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ვერ იქნება გამაერთიანებელი და დამაბალანსებელი პრეზიდენტი. თუმცა, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა და ამისთვის ყველაფერზე წავიდა.


„რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს, საგარეო კურსის ცვლილებაც კი მოხდეს. თუმცა, მისი აზრით, ზუსტად საგარეო კურსის შეცვლის მცდელობისას „ქართული ოცნება" საბოლოოდ დამარცხდება და ეს 2020 წელს მოხდება.

„ისეთი ხელძღვანლობა გვყავს, რომ ასეთი აკვიატება შემთხვევითი არ იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მცდელობა შეიცვალოს საქართველოს საგარეო კურსი. ოღონდ აი, მაგ ნაწილში მე ჩემი ხალხის მჯერა და ვიცი, რომ არც ივანიშვილს, არც ზურაბიშვილს ამის საშუალებას არ მივცემთ. ეს ხელისუფლების დამარცხების საბოლოო მიზეზი გახდება. იგი ვერ იქნება მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და ამის შესახებ საზოგადოება უკვე გააფრთხილა. ანუ უკვე ნახევარი საქართველო მისთვის მტერია.

იმის მაგივრად რომ ხალხისთვის მადლობა გადაეხადა, წავიდა კაბა უნდა გამოვიცვალოო და ეს ადამიანი იზრუნებს ჩვენზე?! სანამ არ უთხრეს, რომ ასეთ დროს ხალხისთვის უნდა მიემართა, ამასც ვერ მიხვდა. სწაორედ ეს ქალი გახდება კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი 2020 წლის არჩევნებს წააგებენ. ივანიშვილი კი თავისი მილიარდებით საერთოდ გაქრება ამ ქვეყნიდან", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. მისი აზრით, ეს საპრეზიდენტო ვადა, ხალხისთვის ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა იქნება. ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც მოხდება.

„ზურაბიშვილი საკმაოდ თამამი ადამიანია, ამიტო მისგან ვადის ამოწურვამდე გარკვეულ სიუპრიზებს უნდა ველოდოთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია. უბრალოდ ეს ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა იქნება და ყველა კარგად გავერთობით. მარგველაშვილისგან განსხვავებით მისგან უფრო ბევ აგრესიას უნდა ველოდოთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე. მისი აზრით, ის მარგველაშვილზე უფრო მეტად გაჯიუტდება, რადგან საკმაოდ რთული ხასიათის ქალბატონია. შარაშენიძე ამბობს, რომ მას რეალურად „ოცნებაში" ვერ იცნობენ, ხოლო როცა გაიცნობენ, მიხვდებიან, რომ რთულ სიტუაციაში არიან და უკვე გვიანი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება. მას საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და ეს ყველა იმ ადამიანმა იცის, ვინც მასთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. „ოცნება" მას ჯერ ასე კარგად ვერ იცნობს და როცა გაიცნობს, მერე უკვე გვიანი იქნება. ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლებას იმაზე უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს, ვიდრე ეს ვაშაძეს შეეძლო. ასევე მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება და მასთან ურთიერთობა ხელისუფლებისთვის მარტივი არ იქნება", - აცხადებს შარაშენიძე.

წყარო: "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42