„ჩვენ ვითვალისწინებთ ოდირის შეფასებას იმის შესახებ, რომ პროცესისთვის ძირის გამომთხრელი იყო ის გაუმართლებელმა უპირატესობა, რომლითაც ერთი მხარე სარგებლობდა. ასევე ორივე მხარის კამპანიების ნეგატიური ხასიათი. ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სიხშირეს, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და დაშინებას, რაც უფრო თვალსაჩინო მეორე ტურში გახდა. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს. უნდა ჩატარდეს გამოძიება ყველა აღრიცხული დარღვევაზე. არსებობს განაცხადები, რომ დაანონსებული საბანკო ვალების ჩამოწერა არ იყო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმეს და დაველოდებით, თუ რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო. ევროკავშირი და შეერთებული შტატები მზად არიან საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, თუმცა, მაღალ ამბიციებს მოსდევს მაღალი სტანდარტები“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






